"მთელი რუსეთი მე დავსვი მაგაზე, ხელოვნებაზე მე გადავიყვანე”, - ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი კერძო ხელოვნების ნიმუშების კოლექციის მფლობელია. დაზუსტებული ინფორმაცია ამ კოლექციის ღირებულების შესახებ არ არსებობს, თუმცა მისი მოცულობა მინიმუმ $900 მილიონი უნდა იყოს. ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში კი ვერცერთ ნახატსა თუ ქანდაკებას ვერ იპოვით, რადგანაც სავარაუდოდ ეს ქონება არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის პანამურ ოფშორებს ან მის მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა კომპანიებს ეკუთვნით. ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების ნაწილი სოლოლაკის ბიზნეს ცენტრში აქვს გამოფენილი, თუმცა აქ ნახატები ასლებია, ორიგინალები კი ლონდონში საცავშია შენახული.
ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში 2006 წელს $95 მილიონად შეძენილი პიკასოს დორა მარი კატით შედის, ეს თანხა იმ დროისთვის ხელოვნების ნიმუშში გადახდილი უმსხვილესი თანხა იყო.