საქართველოს პარლამენტი

დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს

დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება. სხდომა 12:00-ზე დაიწყება და მას პრეზიდენტი გახსნის, შემდეგ კი, პარლამენტის უხუცესი წევრი, რევაზ არველაძე გაუძღვება.

ახალი პარლამენტი სამი პარტიით იქნება დაკომპლექტებული. ქართულ ოცნებას საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატი შეჰყავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 27, ხოლო საქართველოს პატრიოტთა ალიანსს - 6.

ამასთან, პარლამენტს ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ეყოლება - მთაწმინდის მაჟორიტარის სალომე ზურაბიშვილის სახით. ხოლო მრეწველთა კვოტით - საკანონმდებლო ორგანოში ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე შევიდა.

კომენტარები