ტრამპის საკადრო პოლიტიკა

ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობა სენატორ ჯეფ სეშენსს შესთავაზა

Reuters

Fox News-ის ცნობით, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დოლარდ ტრამპმა, სენატორ ჯეფ სეშენსს აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობა შესთავაზა.

69 წლის სეშენსი ალაბამას ყოფილი გენერალური პროკურორი და სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის მოქმედი წევრია. 2014 წელს სეშენსი აშშ-ის სენატში მეოთხე ვადით აირჩიეს.

სეშენსი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისას იმიგრაციულ საკითხებში მისი მთავარი მრჩეველი იყო. სეშენსი ცნობილია თავისი ანტი-იმიგრაციული შეხედულებებით.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აშშ-ის გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტს მაიკლ ფლინს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა.

კომენტარები