არჩევნები 2016

პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტს მთავრობის მეთაურის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, ამის შესახებ დადგენილება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

დადგენილება პრემიერმინისტრის კანდიდატურის

წამოყენების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულ იქნეს საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა.

გიორგი მარგველაშვილი

ამავდროულად პრეზიდენტმა გამოსცა კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოქმედი მთავრობა მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

კომენტარები