ოლიმპიადა

დოპინგ სკანდალის გამო საქართველოს პეკინის ოლიმპიადის მედალი დაემატება

არსენ კასაბიევი 2008 წლის ოლიმპიადაზე
Beijing 2008

საქართველო პეკინის ოლიმპიადის კიდევ ერთ მედალს მიიღებს, ამის მიზეზი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც დოპინგის გამოყენების გამო მედლები ჩამოერთვა 16 სპორტსმენს. ძალოსნობაში (94 კილოგრამის კატეგორიაში) ბრინჯაოს მედალი დაკარგა ჰაჯიმურატ აკაევმა, შესაბამისად ამ მედალს მოიპოვებს საქართველოს წარმომადგენელი და მეოთხე ადგილზე გასული არსენ კასაბიევი. 

უკანონო ნივთიერებები ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლების ანალიზებში აღმოაჩინეს, მათ შორის: რუსეთის - 4, ყაზახეთი - 5, უკრაინა - 3, აზერბაიჯანი -2, ბელორუსი - 1, საბერძნეთი -1.

არსენ კასაბიევი საქართველოს სახელით აღარ გამოდის, მას ახლა პოლონეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. 

2008 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

კომენტარები