დღეს, ელექტროენერგიის მიწოდება საბურთალოს რაიონის ნაწილს შეუწყდება

Creative commons

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს ელექტრომომარაგება საბურთალოს რაიონს შეეზღუდება. თელასის ცნობით, 10:00-დან 16:00-მდე, დენი არ ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ოთარ ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თბილისი.

კომენტარები