მიწისძვრა არგენტინაში

არგენტინაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

earthquake.usgs.gov

არგენტინაში, ადგილობრივი დროით 12:57 საათზე, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში, ქალაქ სან ხუანიდან 24 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ეს ბოლო 8 დღეში მეორე მიწისძვრა იყო. 17 ნოემბერს არგენტინაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები