შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში, შვიდმა მცხოვრებმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
"სულ ჩაბარებულია: 9 გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, 4 521 საბრძოლო ვაზნა, 93 ხელყუმბარა, 33 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 22 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4 ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 13 დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი და 9 საკვამლე კოჭა", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის.
"აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.