ელექტროენერგიის შეზღუდვა

ნაძალადევის და ისნის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია საღამომდე არ ექნება

newcastle.gov.za

დღეს, ნაძალადევის და ისნის რაიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. თელასი მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში კი, 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აცხადებს თელასი.

კომენტარები