პატრიარქი რუსეთში

ილია II მრევლს გიორგობას მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიულოცავს

ილია მეორე მოსკოვში, პატრიარქ კირილის იუბილეზე
patriarchia.ru

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს. 

„იმის გამო, რომ რუსეთის პატრიარქის იუბილე ემთხვევა გიორგობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩაატარებს ლოცვას და იქ მყოფ ქართველ მრევლს დალოცავს. ეს ძალიან დიდი სიხარული იქნება მათთვის, თანადგომა, ნუგეში, ლოცვა- კურთხევა პატრიარქისგან და მილოცვა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით", - ამბობს ინტერპრესნიუსთან საუბარში საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე გერასიმე შარაშენიძე. 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთში 18 ნოემბერს გაემგზავრა. მან რუსეთის პატრიარქის, კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები