ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი

BGEO ჯგუფი GWP-ის მფლობელ კომპანიას საფონდო ბირჟაზე გაიყვანს

საქართველოს ბანკი

Bgeo ჯგუფი (საქართველოს ბანკის მფლობელი საინვესტიციო კომპანია) საფონდო ბირჟაზე კიდევ ერთი კომპანიის გაყვანისთვის ემზადება. ეს ჯოჯრიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი კომპანია GGU-ა, Bgeo ჯგუფი ამ კომპანიის აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი წელს გახდა.

GGU ჯოჯრიან უოთერ ენდ ფაუერს, რუსთავის წყალსა და მცხეთის წყალს აერთიანებს. კომპანია საფონდო ბირჟაზე აქციათა პირველად შეთავაზებას (IPO) ორი-სამი წლის შემდეგ განახორციელებს. Bgeo ჯგუფმა შეცვალა GGU-ს ხელმძღვანელი და მას საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის მფლობელი არჩილ გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყლით საქართველოს 1.4 მილიონ მოქალაქეს ამარაგებს, კომპანიის მთავარი აბონენტები არიან თბილისი, რუსთავი და მცხეთა. ამასთანავე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ფლობს სამ ჰიდროელექტროსადგურს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 143 მეგავატია. თბილისის წყალმომარაგების კომპანიის პრივატიზაცია 2008 წელს მოხდა, BGEO ჯგუფმა კი კომპანიის 25%-იანი წილი 47 მილიონ ლარად 2014 წელს შეიძინა. 2015 წლის მანძილზე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რის გამოც BGEO ჯგუფმა GGU-ს 100%-იანი წილის შესყიდვა გადაწყვიტა. 

BGEO Group-ის შემადგენლობა დღეიდან ასე გამოიყურება:

  • საქართველოს ბანკი
  • საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart
  • საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სამედიცინო კორპორაცია ევექსი)
  • სამშენებლო კომპანია ემ კვადრატი
  • კომპანია GGU
  • თელიანი ველი

სააფთიაქო ბიზნესი

Bgeo-ს კუთვნილი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სამედიცინო კორპორაცია ევექსი) გამსხვილდებას გეგმავს. მის შემადგენლობაში შევა ახალი კომპანია, რომელიც აფთიაქების ქსელ ფარმადეპოსა და ჯიპისის გააერთიანებს. 

$25-მილიონიანი გარიგების შედეგად მიიღება ახალი კომპანია სახელწოდებით JSC Georgian Pharmacy (GEPHA). კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი იქნება, 33%-იანი წილის მფლობელი კი - ფარმადეპო. GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოში ყველაზე მსხვილი 230 აფთიაქისგან შემდგარი ქსელი შევა, აფთიაქები საქმიანობას დღეს არსებული ბრენდების ქვეშ გააგრძელებენ. ფარმადეპო შედარებით საბიუჯეტო სეგმენტზე გათვლილ სააფთიაქო ბრენდად დარჩება, ჯიპისი კი შედარებით პრემიუმ კატეგორიის სეგმენტში გააგრძელებს ოპერირებას.

კომენტარები