შსს

აბაშიძის ქუჩაზე მანქანა დაიწვა, ადგილზე სახანძრო და პოლიციაა მობილიზებული

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, 58 ნომერთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ელენე ხოშტარიას ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანა დაიწვა. ადგილზე სახანძრო და პოლიციაა მობილიზებული. ქუჩის მაცხოვრებლები მანქანის აფეთქებაზე საუბრობდნენ. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, მანქანა არ აფეთქებულა და ცეცხლი გაუჩნდა. საქმე 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

კომენტარები