გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

მღებრიშვილი: ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე მალე წითელი ცირკულარით მოძებნიან

ტაბულა


შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიგა ბოკერიას კითხვაზე, "ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ინტერპოლისთვის გადაცემას როდის აპირებთ?", მღებრიშვილმა უპასუხა, რომ "ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე გაგზავნილია და მალე წითელი ცირკულარით იქნება გამოცხადებული ძებნა".

მღებრიშვილმა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით ასევე თქვა, რომ "მოხდებოდა თუ არა მკვლელობა, ამის გათვლა, მაპატიეთ, მაგრამ საკმაოდ ძნელია".

მინისტრობის კანდიდატებს დღეს კომიტეტებში უსმენენ. ხვალ მინისტრობის კანდიდატები შეხვედრებს უკვე ფრაქციების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში განაგრძობენ. რიგგარეშე სესია, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, შაბათს, 12:00-ზე გაიხსნება.

კომენტარები