ახალი მთავრობა

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში ხვალაც მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში ხვალაც მოუსმენენ. ნდობის გამოცხადებამდე მთავრობის მომავალი წევრები პატრიოტთა ალიანსის ფრაქციას, შემდეგ კი საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შეხვდებიან.

ამასთან, პრეზიდენტმა გამოსცა 26 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.

როგორც წინასწარაა ცნობილი, მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს საპარლამენტო ოპოზიცია არ დაუჭერს.

კომენტარები