ე.წ. ტურისტული გადასახადი

ოცნების დეპუტატი: მინისტრებს ვთხოვ, გაჩნდეს ე.წ. საკურორტო ტურისტული გადასახადი

0 კომენტარი
ბექა ოდიშარია ფოტო: ქართული ოცნება

ეკონომიკური პროფილის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის ტურისტულ ნაწილში ე.წ. საკურორტო ტურისტული გადასახადი დაწესდეს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ტურისტული ზონების ბუნებრივად გაფართოებას.

"ტურისტები ხვდებიან ძველ თბილისში. ამ მხრივ, ინფრასტრუქტურული ხელშეწყობა, განვითარება, ე.წ. ტურისტული ზონის გაფართოება არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ახალი აღმაშენებლის პროექტმა გვაჩვენა მრავალმხრივი ეფექტი. ხალხს აქვს მოლოდინი ძველ თბილისში, რომელიც მარტო კრწანისი არ გახლავთ, მთაწმინდა, ჩუღურეთია ჩართული, რომ "მათ ქუჩაზეც მოვა გაზაფხული".

მესმის, რომ ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა. ეკონომიკის მინისტრს და ფინანსთა მინისტრს ვთხოვ, რომ გაჩნდეს ე.წ. საკურორტო ტურისტული გადასახადი. ძველ თბილისს გაუჩნდეს სტატუსი, ასევე. აგერ, ბაქოში ეს წარმატებული პროექტია. მზად ვართ, თბილისის მაჟორიტარები ჩავერთოთ ამ დისკუსიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოგვცემს სერიოზულ ფისკალურ ეფექტს ზედმეტი დანახარჯების გარეშე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ასეთი გადასახადი მრავალ ქვეყანაშია, არ აწვება ვიზიტორებს, არანაირად არ იწვევს ტურისტების ასხლეტას და ჩვენ გაგვიჩნდება შესაძლებლობა, ბუნებრივად მოხდეს ტურისტული ზონების გაფართოება", - თქვა ოდიშარიამ სხდომაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები