ელექტრომობილი

საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების დამტენი 100 სადგურის მოწყობა იგეგმება

facebook.com/CityHallofTbilisi

კომპანია E –Space საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების დამტენი 100 სადგურის მოწყობას გეგმავს. სადგურებში საწყის ეტაპზე ელექტრომობილების დატენა უფასო იქნება. პროექტის გენერალური პარტნიორი სამშენებლო კომპანია m²-ია და ის მიზნად ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს.

თბილისში პირველი ორი დამტენი კუს ტბის ასახვევსა და ევროპის მოედანზე 5 ნოემბერს გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი დადის. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია. 2017 წლის ბოლომდე, საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდა 100-მდე იგეგმება. ეტაპობრივად, სადგურები ავტობანსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება.

კომენტარები