პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი

სარეკლამო sms-ებზე უარის თქმა, შესაძლოა, ერთიანი პორტალით გახდეს შესაძლებელი

Innovation Village

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მუშაობს საკანონმდებლო წინადადებებზე, რომელიც სარეკლამო sms-ების გარკვეულ რეგულირებას გულისხმობს. ტაბულას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში უთხრეს, რომ არსებული ინიციატივის მიხედვით შეიძლება შეიქმნას ერთიანი პორტალი, სადაც მოქალაქეებს სარეკლამო sms-ებზე უარის თქმის უფლება მიეცემათ.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მუშაობს საკანონმდებლო წინადადებებზე, რომელიც, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის განსხვავებულ რეგულირებასაც გულისხმობს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს არსებული უარის თქმის მექანიზმი არასაკმარისია, ვინაიდან მოქალაქეებს ინდივიდუალურ რეჟიმში უწევთ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებზე უარის თქმა, რაც გარკვეულ დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული განსაკუთრებით საზღვარგარეთ მგზავრობისას, ჩართული როუმინგის პირობებში. 

პრაქტიკისა და მოქალაქეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინიციატივა მიზნად ისახავს მოქალაქეებისა და ბიზნესის ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვას და დამატებით ერთიანი ელექტრონული პორტალის შექმნას, სადაც მომხმარებელი შეძლებს უფასოდ თავად მონიშნოს კომპანიები, რომელთაგანაც სურს ან არ სურს სარეკლამო შეტყობინების მიღება. შესაძლებელია ასევე საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენების შეზღუდვის შესაძლებლობის განხილვაც. ამ მომენტისთვის წინადადებები დამუშავების ეტაპზეა, მალე გაიმართება კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან", - ამბობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

კომენტარები