ევროკავშირი-თურქეთი

ერდოღანი: თუ ევროკავშირი ძალიან შორს წავა, თურქეთი მიგრანტებს საზღვრებს გაუხსნის

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, "თუ ევროკავშირი ძალიან შორს წავა", თურქეთი ევროპაში მიმავალ მიგრანტებს საზღვრებს გაუხსნის.

აღნიშნული განცხადება ერდოღანმა ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკომისიას მოუწოდებს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დროებით შეაჩეროს.

"როდესაც 50.000 დევნილი მოადგა კაპიკულეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თქვენ ყვიროდით და ამბობდით "რა უნდა ვქნათ, თუ თურქეთი საზღვარს გახსნისო". შესაბამისად, თუ ძალიან შორს წახვალთ, ეს სასაზღვრო კარები გაიღება. ეს უნდა იცოდეთ და გესმოდეთ. არც მე და არც ჩემს ქვეყანას არ აინტერესებს თქვენი მუქარა", - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები