კრიმინალი

შსს კრიმინალის სტატისტიკას იანვრის შემდეგ აღარ აქვეყნებს

პოლიციელის დღე
facebook.com/miaofgeo

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის სტატისტიკის პორტალზე იანვრის შემდგომ კრიმინალის შესახებ ყოველთვიურ სტატისტიკურ ინფორმაციას აღარ აქვეყნებს. დღესვე საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ოთო კახიძემ ჰკითხა, თუ რატომ აღარ აქვეყნებს სამინისტრო სტატისტიკას, მღებრიშვილმა კი უპასუხა, რომ შსს ამ სტატისტიკას საქსტატს უგზავნის, სადაც სამართალდარღვევების სტატისტიკის განყოფილებაში ეს ინფორმაცია ქვეყნდება. 

"გინდათ დავიფიცო თუ დავიგინო, რომ ეს სტატისტიკა ქვეყნდება?",- გიორგი მღებრიშვილი მიმართავს ოთო კახიძეს.

თუმცა სინამდვილეში საქსტატის საიტზე შსს-ს მიერ მომზადებული სამართალდარღვევების სტატისტიკა გამოქვეყნებული არაა. სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვით, პირველი თავი პოლიციის სტატისტიკაა, მეორე თავი - პროკურატურის, მესამე კი - სასამართლო სტატისტიკაა. აქ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ანგარიში პოლიციის სტატისტიკის, ანუ პირველი თავის გარეშე ქვეყნდება, შესაბამისად, მეორე თავიდან, ანუ პროკურატურის სტატისტიკიდან იწყება.

კრიმინალის სტატისტიკა
ფოტო: საქსტატი

ტაბულა შსს-სა და საქსტატში ცდილობს მოიძიოს მიზეზები, თუ რატომ არ ქვეყნდება პოლიციის კრიმინალის სტატისტიკები. 

კომენტარები