ფიდელ კასტრო

ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო, კუბაში 9-დღიანი გლოვა გამოცხადდა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

კუბაში ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო 9-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაუშვეს და ყველა ღონისძიება გააუქმეს.

ყოფილ პრეზიდენტს ჰავანაში, რევოლუციის მოედანზე დაასვენებენ, სადაც უახლოესი ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. ამის შემდეგ, ფიდელ კასტროს ცხედარს ქალაქ სანტიაგოში გადაასვენებენ.

დაკრძალვის ცერემონია 4 დეკემბერს გაიმართება.

კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 25 ნოემბერს, გვიან საღამოს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959-2008 წლებში, ერთპიროვნულად მართავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები