საუკუპაციო ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენიდან 18 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი მკვიდრი, 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი გაიტაცეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

საქართველოს მოქალაქის გატაცებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი განცხადებით, ამჟამად დეტალებს აზუსტებენ.

ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ეს საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების უკვე მეოთხე შემთხვევაა.

კომენტარები