საფრანგეთის რესპუბლიკური პარტია

ზომიერი კონსერვატორი ალან ჟუპე რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრეა

Reuters

საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის პირველ ტურში ალან ჟუპემ ხმების 28.6% მიიღო. იგი 1995-1997 წლებში საფრანგეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში კი საგარეო საქმეთა მინისტრი და ქალაქ ბორდოს მერი იყო. ჟუპე მისი მეტოქე ფრანსუა ფიიონისგან განსხვავებით, პროევროპული პოლიტიკის მომხრეა. სიტყვით გამოსვლისას, იგი საკუთარ ოპონენტს პრორუსული საგარეო კურსის გამო აკრიტიკებს და ფიიონის ხედვებს "კონსერვარტიულს და რეტროსპექტულს" უწოდებს. საკუთარი მეტოქის შეფასებისას, ჟუპე აღნიშნავს, რომ "საფრანგეთში ეს არ იქნება პირველი არჩევნები, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატი ჰყავს". მოწინააღმდეგე ფრანსუა ფიიონის მსგავსად, ჟუპე მხარს უჭერს ევროპის საზღვრების გაძლიერებას, იმიგრაციის შემცირებასა და გადასახადების დაწევას.

საგარეო კურსი

პრაიმერიზში ერთადერთი მეტოქისგან განსხვავებით, რომელიც ღიად პრორუსი კანდიდატია, ალან ჟუპეს რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. მისი მოსაზრებით, საფრანგეთი არ უნდა რუსეთის მოწინააღმდეგე, თუმცა არ უნდა დაეთანხმოს რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას. იმავდროულად, მისი მოწინააღმდეგე ფრანსუა ფიიონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაკისრებული სანქციები უნდა გაუუქმდეს.

"ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს, თუმცა ჩვენ ქვეყნებს შორის გულწრფელი დიალოგია საჭირო. ყირიმსა და სირიის საკითხზე, რუსეთთან მიმართებაში ფიიონი ძალიან რბილი პოლიტიკით გამოირჩევა. მას ზედმეტი კმაყოფილება აქვს პუტინის მიმართ",- აცხადებს ალან ჟუპე.

სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის სამხედრო ძალების განლაგებასა და ბაშარ ალ ასსადის მხარდაჭერას ღიად აკრიტიკებს. " სირიაში სისხლისღვრის დასრულების შესახებ პირობა, რომელიც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასსადმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა, მანიპულირების საგანი იყო და მას არ უნდა ვენდოთ. საერთოდ არ მჯერა სირიის რეჟიმის მიერ აღებული ვალდებულებების, ეს არის ის მანიპულაცია, რომელზეც ჩვენ არ წამოვეგებით"-, განაცხადა ალან ჟუპემ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, ჟუპე გაეროს უშიშროების საბჭოს სირიაში ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებდა.

ალან ჟუპეს სურს ევროკავშირის რეფორმირება, იმისათვის რომ ეს უკანასკნელი ნაკლებად ბიუროკრატიული იყოს. ჟუპეს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შენგენის კრიზისი წევრი ქვეყნების მიერ ერთიანი ძალებით დარეგულირდეს. მისივე მტკიცებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც კრიზისის ინდივიდუალურად გადასაწყვეტად საზღვრების აწესებენ, მარცხისთვის არის განწირული.

ირანის ბირთვული პროგრამის გამო, ევროკავშირს მკაცრი ეკონომიკური სანქციები შემოღებისკენ მოუწოდებს. "საფრანგეთს სურს უფრო მკაცრი სანქციები, მაგრამ ისე, რომ არ გადაკეტოს ირანთან დიალოგისა და მოლაპარაკებების გზა",- ამბობს ალან ჟუპე.

ალან ჟუპე სომხების გენოციდის შესახებ კანონპროექტის დამტკიცების წინააღმდეგი იყო. მისივე თქმით, საფრანგეთსა და თურქეთს შორის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირებია და მას არ სურს ორმხრივი ურთიერთობები გაფუჭდეს. ( საფრანგეთის სენატის მიერ 2012 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა სომხების გენოციდის უარყოფა. ) თუმცა ჟუპე არ ეთანხმება თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე არ ეთანხმება ევროკავშირსა და თურქეთს შორის შეთანხმებას, რომლის მიხედვით თურქი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივდება.

ეკონომიკა

ფრანსუა ფიონისგან განსხვავებით, ალან ჟუპეს ეკონომიკური ფილოსოფია მოზომილად კონსერვატორულია. ჟუპეს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი გზა სახელისუფლებო ხარჯების დაზოგვაა.

ალან ჟუპეს ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ჟუპე 200,000-300,000 საჯარო მოხელის შემცირებასა და თავისუფალი ბაზრების რეფორმის გატარებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დამქირავებელს გადასახადები ჩამოეჭრება, კერძო სექტორისთვის კი 35 საათიანი სამუშაო კვირა კი 39 საათამდე გაიზრდება.

ეკონომიკის სტიმულაციისთვის ჟუპე სახელისუფლებო ხარჯებზე 100 მილიარდის დაზოგვას გეგმავს. ფიიონის მსგავსად, კი საპენსიო ასაკის 62-დან 65 მდე გაზრდას ემხრობა.

უსაფრთხოება

ჟუპეს უსაფრთხოების პროგრამის მიხედვით, ყველა იმ რადიკალ ისლამისტს, რომლებიც შესაძლებელია ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავდნენ, დააპატიმრებენ. ასევე სირიიდან და ერაყიდან საფრანგეთში მომავალ ჯიჰადისტების დააკავებენ.

ჟუპეს საპრეზიდენტო უსაფრთხოების პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი ციხეში პატიმრების ადგილების 10000-ით გაზრდაა.

იმიგრაცია

ფიონის მსგავსად, ჟუპე იმიგრაციის რაოდენობის პარლამენტის მიერ დაწესებული კვოტების მიხედვით განსაზღვრულ მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს.

ჟუპეს იმიგრაციის პროგრამის მიხედვით, გაიზრდება არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია.

უმცირესობის უფლებები

ალან ჟუპე ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის პროცედურებისა მხარს უჭერს, რომელიც მემარცხენე ძალებისთვისაც მოსაწონი გახდა.

ჟუპე მუსლიმი ქალებისთვის ბურკინის ტარების აკრძალვის მხარდამჭერია. ჟუპეს მტკიცებით, იმ ფონზე როდესაც მსოფლიოში ტერორისტული თავდასხმის საფრთხე გაზრდილია ბურკინის ტარება შესაძლებელია საფრთხის შემცველი იყოს.

ქალთა უფლებები

ჟუპე ეწინააღმდეგა ხელოვნურ განაყოფიერებას. ჟუპე არც საზღვარგარეთ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მოქალაქეებრივ სტატუსს არ აღიარებს.

ფრანსუა ფიიონისგან განსხვავებით, ჟუპე მხარს უჭერს ქალებისთვის აბორტის უფლებას.

"გაუგებარია, რა პოზიცია აქვს [ფრანსუა ფიიონს აბორტთან დაკავშირებით]. თავდაპირველად მან თქვა, რომ ეს ქალების ფუნდამენტური უფლებაა, შემდეგ კი მან შეიცვალა აზრი. რა პოზიციაა ეს? სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენ შორის",- აცხადებს ალენ ჟუპე.

ჟუპეს შეფასება

ბევრი ანალიტიკოსი ჟუპეს ჰილარი კლინტონს ადარებს, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტობას უწინასწამეტყველებდნენ, თუმცა არჩევნებში დამარცხდა. ჟუპე უარყოფს მსგავსებას კლინტონთან და არჩევნებში დამარცხებას გამორიცხავს.

"მე არ ვარ ჰილარი კლინტონი და საფრანგეთი ამერიკა არ არის",- აღნიშნავს ალან ჟუპე.

"მისი იდეები ჰარმონიის, ბედნიერი გლობალიზაციისა და იმიგრაციის წარმატების შესახებ შეიძლება არ იყოს ის დისკურსი, რომელიც მემარჯვენე ფრთის მხარდამჭერებს სურთ გაიგონ",- აღნიშნავს პოლიტიკური ანალიტიკოსი ჟერომ სენტმერი.

"ალან ჟუპე არის გამაერთიანებელი ფიგურა, მას შეუძლია ყველაფერზე ისაუბროს ისე რომ არ წარმოიშვას დაპირისპირება. ჩვენ ეს გვჭირდება, რადგან საფრანგეთი ახლა გზაჯვარედინზე დგას",- აფასებს კალვადოსის მერის მოადგილე სამუელ დელაე.

კომენტარები