საფონდო ბირჟა

ქართული კომპანიების რამდენი აქცია იყიდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე

Reuters

ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიის აქციები ივაჭრება. ესენია საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO), თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN). Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, ამ კომპანიებიდან, ყველაზე აქტიურად BGEO ჯგუფის აქციები ივაჭრება, გასული კვირის მანძილზე ამ კომპანიის 425 ათასზე მეტი აქცია გაიყიდა.

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.96% წინა კვირასთან შედარებით და +38.6% წინა წელთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.85 – 31.42 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა, რაც გასული თვის მონაცემზე მეტია. FTSE 250 ინდექსმა, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.35%-ით, ხოლო წინა თვესთან დაიკლო 1.15%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.08% შეადგინა. საბაზრო კაპიტალიზაცია - $1.5 მილიარდი. 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 13.49 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში +1.81% წინა კვირასთან შედარებით და +2.39% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 216 ათასს გადააჭარბა, GBP 13.00 – 13.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 29 ათასი აქცია შეადგინა. საბაზრო კაპიტალიზაცია - $876 მილიონი.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში +2.10% წინა კვირასთან შედარებით და +71% წინა წელთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 70 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.58 – 3.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 11 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.05% შეადგინა. საბაზრო კაპიტალიზაცია - $598 მილიონი.

კომენტარები