ქართული მაფია ესპანეთში

MFA: ესპანეთის პოლიციამ ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა

ცნობა იმის შესახებ, რომ 29 ნოემბერს ესპანეთის პოლიციამ ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც ქართველები დააკავეს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. 

როგორც ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სპეცოპერაციაში ესპანური მხარის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ესპანეთში, ევროპოლი და საფრანგეთის პოლიცია მონაწილეობდნენ. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ესპანეთში ბინის ქურდობები. საგარეო სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელ და ქართველ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით.

ესპანური გამოცემა ABC España-ს ცნობით, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ესპანურმა პოლიციამ 44 ადამიანი დააკავა.

კომენტარები