ონლაინსესხები

თალაკვაძე: ონლაინსესხებს არ ვაუქმებთ, ჩვენ მათ ვარეგულირებთ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი ონლაინსესხების გაუქმებას არ გეგმავს, გეგმის მიხედვით, დაწესდება რეგულაციები.  

"ჩვენ კი არ ვაუქმებთ, ჩვენ დავარეგულირებთ ისე, რომ მაღალი რისკების შეუფასებლად არ გასცენ მოქალაქეებზე სესხები. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, გაბაიძემ აიღო 1 000 ლარი და 4 თვეში 14 000 ლარი აქვს გადასახდელი, შევიდა შავ სიაში და მერე წავიდა სასამართლო პროცესი, მერე ჩავარდა დეპრესიაში და განადგურდა ოჯახი. საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ეს სფერო დარეგულირდეს" ,- ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის შედეგადაც ონლაინსესხების გაცემა აიკრძალება. პრემიერის თქმით, ეს ნაბიჯი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად.

კომენტარები