განზრახ მკვლელობა

შსს: ლაგოდეხის რაიონში მამაკაცმა ერთი პირი მოკლა, ერთი კი დაჭრა

Getty Images

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ძმის სიმამრი მოკლა, ხოლო რძალი დაჭრა. შსს-ს ცნობით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული მამაკაცი დააკავეს. 

უწყებისვე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები