საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეები დაამტკიცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პარლამენტმა გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ქართული ოცნების სიით გასული გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად დეპუტატის მანდატი გუგული მაღრაძეს ექნება. მმართველი პარტიის სიით პარლამენტში შესულ კახა კალაძისა და გიორგი გახარიას, რომლებიც ასევე მთავრობის წევრები არიან, ადგილმონაცვლეები დავით მატიკაშვილი და გიორგი ხატიძე იქნებიან.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის სიის წევრ სანდრა-ელისაბედ რულოვსის ადგილმონაცვლეს, ამ შემთხვევაში დეპუტატის მანდატი გიორგი ღვინიაშვილმა მიიღო.

კომენტარები