ქურდობა

გორში სინაგოგა გაქურდეს

Getty Images

გორში სინაგოგა გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია ხბოს ტყავზე ხელით ნაწერი უძველესი თორები, ნაწილი კი შენობის უკან, დაზიანებული აღმოაჩინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

კომენტარები