საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ფრანსუა ოლანდი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადისთვის არ იბრძოლებს

0 კომენტარი
ფრანსუა ოლანდი ფოტო: Guardian

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, ის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიიღებას არ გეგმავს.

"გადავწყვიტე, არ წარვადგინო ჩემი კანდიდატურა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე", - განაცხადა ოლანდმა.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას, ოლანდმა მოსახლეობა ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის მხრიდან არსებული საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

ოლანდი თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც მეორე ვადით პრეზიდენტობაზე უარს თავად განაცხადებს.

უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად ოლანდის რეიტინგი 5%-ზე ნაკლებია.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება სოციალისტური პარტიის კანდიდატი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ პრაიმერებში მოქმედი პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი გაიმარჯვებს.

სოციალისტური პარტიის პრაიმერის პირველი ტური 2017 წლის 22 იანვარს გაიმართება.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები კი 2017 წლის 27 აპრილს გაიმართება, სადაც, გამოკითხვების თანახმად, მთავარი კანდიდატები რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და სოციალისტური პარტიის კანდიდატი იქნებიან.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები