ოჯახური ძალადობა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ ცნო და მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ.თბილისში, ელდარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდიონ ღვინიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ნ. ს.-ს დანით ყელს არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სარდიონ ღვინიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით (ოჯახური ძალადობით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს.

კომენტარები