კანიე უესტი

კანიე უესტი ფსიქიატრიული ცენტრიდან გაწერეს

LA Times

ამერიკელი მუსიკოსი კანიე უესტი საავადმყოფოდან გაწერეს. ის 22 ნოემბერს კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ ცენტრში გამოფიტვის, პარანოიისა და უძილობის დიაგნოზით მოათავსეს.

მანამდე, მუსიკოსი ტურნეს ფარგლებში კალიფორნიაში, სან ხოსეში გამართულ კონცერტზე სიტყვით გამოვიდა და მსმენელს უთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, რომ მიეღო, ხმას დონალდ ტრამპს მისცემდა. 17-წუთიანი მიმართვისას მან გააკრიტიკა ჰილარი კლინტონი, მისი მხარდამჭერი ბიონსე და ჯეი-ზი, მარკ ზაკერბერგი, MTV და სხვები. მომდევნო კონცერტი ქალაქ საკრამენტოში უესტმა მიმდინარეობისას გაწყვიტა და მიკროფონი დაახეთქა, რამაც დამსწრეების უკმაყოფილება გამოიწვია. ლოს ანჯელესში დაგეგმილი კონცერტი კი საერთოდ გააუქმა. 

ამჟამად კანიე უესტი სახლში მკურნალობს. წყაროები ამბობენ, რომ "ის მენტალურად ჯერ კიდევ არაა მზად და შესაძლოა, ზღვარს კვლავ გადავიდეს".

აღსანიშნავია, რომ კანიე უესტმა დააანონსა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები