ფული

სამხრეთ კორეა მონეტების გაუქმებას გეგმავს, ქვეყანა "უნაღდო" ფულზე გადადის

cdn.com

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ელექტრონული "უნაღდო" ფულის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ბანკმა პირველად სამიზნედ 2020 წლისთვის მიმოქცევიდან მონეტების ამოღება დაისახა.

მიმოქცევაში არსებული ყველაზე მსხვილი ნომინალის ღირებულება $0.5-ია, ამ ფულს ცენტრალური ბანკი T Money ბარათით ჩაანაცვლებს, რომელსაც მომხმარებლები წვრილი დანახარჯებისთვის (მაღაზიები, ტრანსპორტი) გამოიყენებენ.

რამდენად რთულია "უნაღდო" ფულზე გადასვლა

სამხრეთ კორეისთვის უნაღდო ანაგარიშსწორების გადახდების ყველა დონეზე დანერგვა რთული მისაღწევი არ უნდა იყოს, რადგანაც თითოეულ მოქალაქეს საშუალოდ 1.9 საკრედიტო ბარათი ეკუთვნის, გადახდებში კი ნაღდი ფულის წილი მხოლოდ 20%-ია. ნაღდი ფულზე უარის სრულად უარის თქმა ცენტრალური ბანკისთვის ეკონომია იქნება.

₩10 ვონის მონეტის დამზადება ₩10 ვონზე ძვირი ჯდება, ეს კი ცენტრალური ბანკისთვის რესურსების არაეფექტურ ხარჯვას წარმოადგენს. ცენტრალური ბანკი წელიწადში $40 მილიონზე მეტს მონეტების დამზადებაზე ხარჯავს, ასევე მრავალ დანახარჯთანაა დაკავშირებული ამ ფულის აკრეფა, გადატანა, მონიტორინგი, დათვლა, დაცვა და სხვა ფულისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. იმ პირობებში თუ ქვეყანა ნაღდ ფულზე იტყვის უარს ეს მრავალი სახის ტრანზაქციული დანახარჯის შემცირებას გამოიწვევს.

"უნაღდო" ფულის უპირატესობები

სრულად ელექტორნულ გადახდებზე გადასვლა სამხრეთ კორეის ეკონომიკას ზრდისთვის ახალ ბიძგს მისცემს, რადგანაც ამ შემთხვევაში ეკონომიკის შედარებით "ჩდრილოვანი" ნაწილი ანუ არაფორმალური სექტორის ფორმალიზაცია მოხდება. 

The Financial Times-ის ცნობით, უნაღდო ანგარშისწორებაზე გადასვლით კორეის ეკონომიკური ზრდა დამატებით 1.5%-ით უფრო მაღალი იქნება. ამავდროულად დაიზოგება მილიონობით დოლარი, რაც ნაღდი ფულის ცირკულირებისთვის იყო აუცილებელი, რადგანაც ელექტრონული ფულის გადარიცხვა, ტრანსპორტირება გაცილებით უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯითაა შესაძლებელი, ასევეა ელექტრონული ფულის დათვლა, შენახვა, მონიტორინგი და სხვა ხარჯები რაც ნაღდ ფულს ესაჭიროება. 

"უნაღდო" საზოგადოების მიღწევასთან ყველაზე ახლოს შვედეთია

მსოფლიოს ქვეყნებს შორის ნაღდ ფულზე დამოკიდებულება ყველაზე დაბალი შვედეთშია. შევედთის 1.6 ათასზე მეტ ბანკში ნაღდი ფულით ანგარშსწორება საერთოდ არ ხდება.

კომენტარები