ვითარება საავტომობილო გზებზე

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ93 მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოცურების საწინააღმდგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები