ირლანდია სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზებას 2017 წლის დასაწყისში აპირებს

Getty Images

ირლანდიაში სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაცია, სავარაუდოდ, 2017 წლის პირველ ნახევარში მოხდება. პარლამენტმა მცენარის სამედიცინო მიზნებისთვის მოხმარება პირველი მოსმენით დაუშვა.

როგორც ცნობილია, კანაფისგან დამზადებული მედიკამენტები კიბოს, გაფანტული სკლეროზის, ფიბრომიალგიისა და ქრონიკული ტკივილების წინააღმდეგ ეფექტურია.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ 4 შტატში გახდა მარიხუანა ლეგალიზებული. მოცემულ გრაფიკზე იხილავთ შტატებს, რომლებშიც მარიხუანას მოხმარება არაკანონიერია(ნაცრისფერი), სამედიცინო მოხმარებისთვის ლეგალურია(ღია მწვანე) და რეკრეაციული მიზნებისთვის ლეგალიზებულია(მუქი მწვანე).

კომენტარები