ირანი

ჰასან როუჰანი ბარაკ ობამას მოუწოდებს არ მოაწეროს ხელი სანქციების გახანგრძლივებას

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი
Reuters

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ბარაკ ობამას მოუწოდებს არ მოაწეროს ხელი კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელიც ირანისთვის სანქციების დამატებით 10 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. როუჰანის მტკიცებით, ახალი სანქციები გასულ წელს მიღწეულ "ბირთვულ შეთანხმებას" არღვევს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თეირანი ირანსა და კიდევ ექვს სახელმწიფოს შორის 2015 წლის ივლისში გაფორმებული შეთანხმების შესრულებას შეწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ აშშ თავის განზრახვაზე უარს არ იტყვის.

აშშ-ის კონგრესმა ირანისთვის სანქციების 10 გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. ბარაკ ობამა სავარაუდოდ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, რის შედეგადაც ირანული ბანკებისთვის, ირანული ენერგოკომპანიებისთვის სანქციები გახანგრძლივდება.

აღნიშნული სანქციები აშშ-მა ირანს 1996 წელს დაუწესა და ის რამდენჯერმე გახანგრძლივდა, თუკი ბარაკ ობამამ სანქციების გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა, წასრულში დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა პირველ იანვარს სრულდება.

კომენტარები