ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

Microsoft, Facebook, Twitter და Youtube ტერორიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ

wordpress.com

მსოფლიოში 4 ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია - Facebook, Microsoft, Twitter და Youtube სოციალური ქსელების საშუალებით ტერორისტული კონტენტის გავრცელების შესაჩერებლად თანამშრომლობას იწყებენ. 

გეგმის მიხედვით, კომპანიები საერთო ბაზას შექმნიან, რომელიც ვირტუალურ ანაბეჭდებს გააერთიანებს. საერთო ბაზის საშუალებით, სოციალურ ქსელებში ატვირთული მასალის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება და პროპაგანდისტული ფოტო და ვიდეო გავრცელებამდე წაიშლება. 

"საერთო ბაზის საშუალებით, ყველა ექსტრემისტული ფოტო და ვიდეომასალა წაიშლება საიტებიდან. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობასთან. ტერორიზმის პროპაგანდასთან საბრძოლველად, თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებსაც", - აღნიშნულია 4 კომპანიის საერთო განცხადებაში. 

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ მისი კონტენტი შეცდომით წაშალეს და გავრცელებული მასალა ტერორიზმის პროპაგანდას არ ემსახურება, ის შეძლებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

კომენტარები