რასიზმი

"ნუ მოკლავ ჯაფარას" და "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" ვირჯინიის სკოლებში აკრძალეს

0 კომენტარი
ფოტო: FoxNews

აშშ-ის ვირჯინიის შტატის სკოლებში, ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას" და მარკ ტვენის "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" აკრძალეს.

აკრძალვის მიზეზი ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობლის საჩივარი გახდა. მშობლის აზრით, აღნიშნული წიგნები სავსეა რასისტული გამონათქვამებით.

წიგნები აკომაკის საგრაფოს სკოლების კლასებიდან და ბიბლიოთეკებიდან უკვე გაიტანეს. აკომაკის საგრაფოს სკოლებში 5000 მოსწავლე სწავლობს. მათი 37 % კი შავკანიანია.

წიგნები პროგრამიდან ჯერჯერობით დროებით არის ამოღებული, რადგან მის სამუდამოდ აკრძალვაზე სპეციალურმა კომისიამ უნდა იმსჯელოს.

აშშ-ის ბიბლიოთეკების ასოციაციამ წიგნების აკრძალვა ცენზურად შეაფასა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები