ოსკარი 2017

2017 წლის ოსკარის დაჯილდოების წამყვანი კომიკოსი ჯიმი კიმელი იქნება

0 კომენტარი
ფოტო: Kevin Winter / Getty Images

2017 წლის რიგით 89-ე ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას კომიკოსი ჯიმი კიმელი გაუძღვება. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ Twitter-ის გვერდზე კიმელი ადასტურებს.

"დიახ, მე ვიქნები ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი. ეს ხუმრობა არ არის. და თუ ეს მაინც ასეა, ჩემი შურისძიება აკადემიის მიმართ, საშინელი და ამავდროულად ტკბილი იქნება“,- წერს საკუთარი Twitter-ის გვერდზე კომიკოსი ჯიმი კიმელი. 

კიმელის წამყვანობის ცნობას ამერიკის კინოაკადემიის ადმინისტრაციაც ადასტურებს. კინოაკადემიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის დონ ჰადსონის თქმით, ცერემონია საუკეთესო ადამიანის ხელშია. 

ჯიმი კიმელი ტელეკომპანია ABC-ის სახეა და კომედიური ჟანრის ღამის შოუ Jimmy Kimmel Live-ის წამყვანია. 

ცნობისთვის, კიმელი დაჯილდოების ცერემონიის წამყვანის ამპლუაში პირველად არ არის. წარსულში, ცნობილმა კომიკოსმა Emmy-ის დაჯილდოებასა და American Music Award-ს უმასპინძლა. ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები