ბიუჯეტი 2017

მთავრობა 137 საწარმოს მმართველია - მათ შორის მეფრინველეობის ფერმა და თევზსაშენიცაა

wordpress.com

საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მეფრინველეობის ფერმა და თევზსაშენიც შედის, ამის შესახებ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების სიიდან გახდა ცნობილი. 28 ნოემბრის მდგომარეობით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაშია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 137 საწარმო. ეკონომიკის სამინისტრო მათ რაოდენობას ეტაპობრივად ამცირებს, თუმცა ისეთი საწარმოების რაოდენობა, რომლებიც ბიუჯეტისთვის მხოლოდ ხარჯს წარმოადგენს, კვლავ დიდი რჩება. 

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი - 60 - სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, მათ შორისაა: "ინფექციური პათოლოგიების ცენტრი", "კარდიოლოგიური საავადმყოფო" და სხვა. სწარამოთა ნაწილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციას უშვებს. ერთ-ერთი მათგანი სააქციო საზოგადოება "თეკო" მეფრინველეობის ფერმაა, მასში სახელმწიფო 90%-იან წილს ფლობს. შპს "გეჯეთის თევზში" კი სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს, კომპანია თევზის მოსენებითაა დაკავებული. სახელმწიფო ასევე ფლობს წილებს მეღვინეობის კომპანია შპს "უნიონში". სახელმწიფო საკუთრებაში სამშენებლო კომპანიებიც ირიცხებიან, მგალითად სააქციო საზოგადოება "ბიზნესცენტრი აგრომონტაჟი", რომლის 58%-იანი წილის მფლობელიც სახელმწიფოა, ასევე კომპანია "მთის კურორტების განვითარების სააგენტო".

საბაზრო ეკონომიკის პირობებში უფრო ეფექტურია, რომ სახელმწიფომ ქარხნები თავის საკუთრებაში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეინარჩუნოს. მაშინ როდესაც სახელმწიფო აარსებს კომპანიებს ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა ან მშენებლობა, ის გადასახადთა გადამხდელთაგან მიღებული დაფინანსებით კერძო ბიზნესთან შედის კონკურენციაში. ასეთ კომპანიებს საჯარო სექტორისგან განსხვავებით ანაზღაურების ზედა ჭერზე ლიმიტები არ აქვთ დაწესებული, მათ ასევე კერძო ბიზნესისგან განსხვავებით, "არაეფექტური მართვის ფუფუნება" აქვთ. თუკი კერძო ბიზნესი საარსებოდ ვალდებულია, ხარჯები ეფექტურად გასწიოს, სახელმწიფო საწარმოები ხშირად სრულიად არაეფექტურ მართვის სტრატეგიებს ირჩევენ, რადგანაც ხშირად აქვთ გარანტიები, რომ სახელმწიფო მათ ხარჯებს ნებისმიერ შემთხვევაში დაფარავს. 

კომენტარები