ოსკაროსანი ქეით ბლანშეტი გერმანელი რეჟისორის ჯულიან როზფელდტის ფილმში 13 როლს ასრულებს. "მანიფესტი" 13 მოკლე ისტორიას გვიამბობს, რომელიც გასული საუკუნის გენდერულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე პოეტურ მონოლოგებს შეიცავს. 90 წუთიანი ფილმ "მანიფესტის" მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგება.
სანდენსის კინოფესტივალი 2017 წლის 19-29 იანვარს გაიმართება.