ავიაკატასტროფა პაკისტანში

პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 47 მგზავრი იმყოფებოდა

dunyanews.tv

პაკისტანში, ქალაქ აბოთაბადში პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, ბორტზე 47 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლის ცნობით, ავიადისპეტჩერებთან კონტაქტი თვითმფრინავმა დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე დაკარგა. PIA-ს სამგზავრო თვითმფრინავი ჩიტრალიდან ისლამაბადის მიმართულებით შიდა რეისს ასრულებდა.

კომენტარები