მადამ ტუსოს ლონდონის მუზეუმი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მადამ ტუსოს ცვილის მუზეუმში სადღესასწაულოდ გამოაწყვეს

0 კომენტარი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მადამ ტუსოს ლონდონის მუზეუმში საშობაოდ გამოაწყვეს. სადღესასწაულო ჩვენება საქველმოქმედოა. მუზეუმის სტუმრებს შეუძლიათ გადაიღონ ფოტოები და ფინანსურად დაეხმარონ საქველმოქმედო ორგანიზაცია Save the Children-ს, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ბავშვებს ეხმარება.

საქველმოქმედო კამპანიის მხარდასაჭერად, მადამ ტუსოს ლონდონის მუზეუმის ადმინისტრაციამ სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ცვილის ფიგურების სადღესასწაულოდ მოსართავად ნებართვა მიიღო.

"მადამ ტუსოს მუზეუმს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სამეფო ოჯახთან. ჩვენ მივიღეთ ნებართვა ბუკინგემის სასახლიდან, რომ ეს ღონისძიება ჩაგვეტარებინა", - განაცხადა მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების ლონდონის მუზეუმის წარმომადგენელმა.  

სადღესასწაულო ჩვენების დათვალიერება მსურველებს მთელი თვის განმავლობაში შეეძლებათ, საშობაო ჯემპრის დღე კი 16 დეკემბერს აღინიშნება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კანცელარიასთან გაზპრომთან მთავრობის მოლაპარაკებები გააპროტესტეს

კომენტარები