ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ჯეიმს ქროუიმ გადაწყვიტა, მისი ფერფლისგან კერამიკული ნივთი დაემზადებინა. "ამის შემდეგ მინდოდა შემექმნა ნივთები ჩემნაირი გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის", - ჰყვება ქროუი. მან კომპანია Chronicle Cremation Designs შექმნა.
ქროუი კერამიკის შესაქმნელად ფერფლს, წებოს და სხვა მინარევებს იყენებს. ფასი 190-დან 700 დოლარამდე მერყეობს.
ჯეიმს ქროუიმ ბიზნესი ოქტომბერში დაიწყო და ამ დროისთვის, როგორც ჰყვება, სხვადასხვა ადამიანის მშობლების, და-ძმის, ბავშვების და საყვარელი ცხოველებისგან 35-მდე ნივთი შექმნა. მისი თქმით, ყველაზე პოპულარული შანდალია.
ერთმა მყიდველმა ქროუის უთხრა: "ერთი სული მაქვს, დილაობით ჩემს დასთან ერთად ყავას როდის დავლევ. ძალიან მენატრება".