ვიზალიბერალიზაცია

ტუსკი: შედეგი თითქმის მიღწეულია, უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია

https://twitter.com/eucopresident

უკრაინასა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის ბოლო ნაბიჯები დარჩა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი twitter-ზე ქართულ ენაზე წერს.

"შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია", - წერს დონალდ ტუსკი ქართულ და უკრაინულ ენებზე.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტი ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდა. კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

კომენტარები