საქართველოს სკოლები

უშუქობის გამო, საქართველოს მასშტაბით 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

newcastle.gov.za

საქართველოს მასშტაბით 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გამო, რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდება გართულდა.

"ამაზეა დამოკიდებული სკოლის გათბობის სისტემა, შესაბამისად, სკოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენამდე, სასწავლო პროცესი დროებით შეეწყვიტათ", - განაცხადა ლია გიგაურმა.

კომენტარები