ვიზალიბერალიზაცია

მთავრობა ვიზალიბერალიზაციის პოპულარიზაციისთვის სასულიერო პირებთან მუშაობს

ვიქტორ დოლიძე
თავისუფალი დემოკრატები

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის თემის პოპულარიზაციისთვის მთავრობა სასულიერო პირებთან მუშაობს.

"იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას, როდესაც გაიმართება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, საბოლოო ვერდიქტი აუცილებლად იქნება მიღებული, რასაც უკვე დასჭირდება ძალიან მინიმალური პროცედურული დრო. სასულიერო პირები ცოტა ხნის წინ NATO-ში იმყოფებოდნენ. მე მქონდა მათთან გუშინ შეხვედრა, ანუ ეს არის ხალხი, რომელთაც შეუძლიათ, რეალურად მიიტანონ მრევლთან ინფორმაცია. ქადაგებები აბსულუტურად სხვა თემაა, მაგრამ ამ თემის პოპულარიზაცია ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას", - თქვა დოლიძემ.

კომენტარები