შეზღუდვები გზებზე

ფასანაურთან დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა

გზების დეპარტამენტი

ფასანაურთან დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ტრაილერის ერთ-ერთი მძღოლი ორი დღის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქე იყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივ გარდაცვალებას გულისხმობს.

დაბა ფასანაურთან დაახლოებით 200 ტრაილერია გაჩერებული. მძღოლების ამბობენ, რომ 10 დღეა ვერ ახერხებენ გადაადგილებას. მათივე თქმით, აღარ აქვთ საწვავის, საკვებისა და ფულის მარაგი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტექნიკა 24 საათის განმავლობაში მუშაობს, თუმცა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.

"ჩვენი ტექნიკა 24 საათის განმავლობაში წმენდს. სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდება. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მისაბმელიანი ავტოტრანპორტისათვის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეუძლებელია იქ ასვლა, პატრული ჯერჯერობით მათ არ ატრებს“, - ამბობს სეთურიძე.

უცნობია, როდის შეძლებენ ტრაილერის მძღოლები გზის გაგრძელებას.

კომენტარები