გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ჟირაფები გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან

Getty Images

ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანების (IUCN) ცნობით, უკანასკნელ 30 წელიწადში ჟირაფების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მათი თქმით, შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძუძუმწოვარი გაქრობის საფრთხის წინაშე დადგეს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 1985 წელს მსოფლიოში დაახლოებით 155 000 ჟირაფი იყო, 2015 წლის მონაცემეიბთ კი ეს რიცხვი დაახლოებით 97 000-მდე შემცირდა.

ჟირაფების რაოდენობის შემცირებას ძირითადად რამდენიმე მიზეზი აქვს - საცხოვრებელი ადგილის იძულებით შეცვლა, უკანონო ნადირობა და აფრიკაში არსებული საზოგადოებრივი არეულობები. (სამოქალაქო ომი და ა.შ.) თუმცა, სამხრეთ აფრიკის რეგიონში მათი პოპულაციის ზრდა შეინიშნება.

ამ დრომდე, IUCN-ს ჟირაფები საფრთხის წინაშე მდგომი სახეობების სიაში შეყვანილი არ ჰყავდა, თუმცა როგორც კვლევამ აჩვენა მათი რაოდენობა უკანასკნელ 30 წელიწადშე 30 %-ზე მეტით შემცირდა.

"საფარიში თუ ჩახვალ, ნახავ რომ ჟირაფები ყველგან არიან. ჩვენ ვწუხდით სპილოებისა და მარტორქების მდგომარეობაზე. ჟირაფები ჩვენ რადარებზე არ იყვნენ. როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ჟირაფების რაოდენობა ასე საგრძნობლად შემცირდა, ჩვენც შოკი მივიღეთ. აფრიკის კონფლიქტურ რეგიონებში. ჩრდილოეთ კენიაში, სომალში და ეთიოპია-სამხრეთ კენიის საზღვარზე ჟირაფები ომის საკვებად ითვლებიან, რადგან ჟირაფი დიდი ზომის ცხოველია, რომელის ხორცსაც ბევრი ადამიანის გამოკვება შეუძლია", - თქვა IUCN-ის ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ჟირაფი წითელ წიგნში შეიყვანონ. 

კომენტარები