ვიზალიბერალიზაცია

პრემიერი: ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირი სიტყვას ასრულებს

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერისთვის twitter-ზე ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეს მანფრედ ვებერს, ევროკომისარს იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მარტინ შულცს მადლობას უხდის. 

"მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირი სიტყვას ასრულებს. ახლა კი ველით დამსახურებული ვიზალიბერალიზაციის სწრაფ დასრულებას ”,- წერს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები