გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე: გამოძიება საქმის მასალების გადმოცემაზე ჯიუტად აცხადებს უარს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე თავისი საქმის მასალების მიღებას მოითხოვს - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. თარგამაძე ამბობს, რომ ის დაზარალებულად 3 დღის წინ ცნეს.

"დაზარალებულად მცნეს საბოლოო ჯამში, რაც აჩენს იმთავითვე ვალდებულებას მათი მხრიდან, რომ გამაცნონ საქმის მასალები, რაზეც ჯიუტად აცხადებენ ეს დღეებია უარს. ჩემს შემთხვევაში, გამოძიება უარს აცხადებს თავისი ვალდებულების შესრულებაზე. ეჭვი, რომელიც იმთავითვე მქონდა, აფეთქებიდან დაწყებული, არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი ეცდებიან, რომ ააწყონ საქმე ისე, რომ მათი მონაწილეობა ამ საქმეში არ გამოჩნდეს", - ამბობს თარგამაძე.

ტაბულა ცდილობს პროკურატურასთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, თუ როდის გადაეცემა გივი თარგამაძეს საკუთარი საქმის მასალები.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. შსს-ს ცნობით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით კი, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები